logo
ENG



მედია: ვლადიმირ ჟირინოვსკი მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს

09 თებ 202217:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/09/kyhvlmpt7sae7x5.jpg

რუსი პოლიტიკოსი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი კლინიკაში გადაიყვანეს. არაერთი რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჟირინოვსკის კორონავირუსი და ფილტვების მძიმე დაზიანება აქვს. ამავე დროს, პოლიტიკოსის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.

გამოცემა ინტერფაქსს წყარომ უთხრა, რომ ჟირინოვსკის ფილტვების 50-75 პროცენტი აქვს დაზიანებული. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ რვაჯერ აიცრა.

ამავე დროს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილი ვლასოვი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსი "დოკუმენტებთან მუშაობს" და თავს "ნორმალურად გრძნობს". სხვა დეტალებს, მათ შორის, სად იმყოფება ჟირინოვსკი, ვლასოვი არ ამბობს. თუმცა რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროის განმავლობაში დუმის დეპუტატი საჯარო ღონისძიებებსა და გამოსვლებზე არ შეუმჩნევიათ.


close დახურვა