დღეს, 21:00 საათიდან, 10 დღით იკრძალება, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მდგომარეობა კი 10 მაისამდე გაგრძელდება.
ამისათვის პრეზიდენტმა პარლამენტს უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს. მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, გიორგი გახარიას თქმით იქნება გამონაკლისი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე იქნება შესაძლებელი.