დღეიდან, 9 ნოემბრიდან ძალაში შედის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.
საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ.
ცხელი ხაზის ნომერია 14 41 და როგორც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, დღეს 18:00 საათიდან ჩაირთვება.
კომენდანტის საათი, ანუ გადაადგილების შეზღუდვა ეხება როგორც მანქანით, ისე ფეხით მოსიარულეებს და მისი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია.
თბილისში მეტრო და ავტობუსი მოძრაობას სწორედ 22:00 საათზე შეწყვეტს.
კომენდანტის საათი, რომელსაც ხელისუფლება "გადაადგილების შეზღუდვას" უწოდებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით დაწესდა. პარალელურად, 8 ნოემბრის ღამით სახელმწიფომ ცივი წყლის ჭავლით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრანტები.
ახალი შეზღუდვები ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე დაწესდა - პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.