logo
ENG



დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება

08 მარ 202109:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

კერძოდ, დღეიდან:

  • სამთო კურორტებზე ამუშავდება საბაგიროები;
  • რესტორნები განაახლებენ შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (შაბათ-კვირის გარდა);
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა (მოლები და ბაზრობები) მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ერთერთი უმთავრესი შეზღუდვა, რომლის მოხსნის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა - კომენდანტის საათი.


close დახურვა