შინაგან საქმეთა სამინისტრო სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. დღეიდან მოქალაქეებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. დაშვება იმ პირებზე ხდება, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვთ. ასევე, აღდგა სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
რაც შეეხება ნასამართლობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობებს, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.