logo
ENG



შსს-ის ცნობით, 14 სექტემბრიდან კატარი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს

14 სექ 202214:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/hclnjhqhdsa8gum.jpg
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატარი 14 სექტემბრიდან საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებს.

შსს-ის ცნობით, გადაწყვეტილება კატარში ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის გამარტივებული წესით შეცვლას გულისხმობს.

”კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას.“ - აცხადებს უწყება.

შსს-ის ცნობით, საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც კატარში ტურისტულად იმყოფებიან, საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გარდა უნდა ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ საერთაშორისო მართვის მოწმობასაც, რითაც კატარში ჩასვლიდან 3 თვის განმავლობაში ისარგებლებენ. 

მართვის მოწმობის შესაცვლელად კი, შსს-ის ცნობით, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ.

შსს აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს და კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით მიიღეს.


close დახურვა