logo
ENG



დღეიდან ტელეკომპანია ფორმულა წინასაარჩევნოდ ახალ პოლიტიკურ გადაცემებს იწყებს

03 ივლ 202020:12
3 წუთის საკითხავი
clock 355

ტელეკომპანია „ფორმულა“ წინასაარჩევნოდ მაყურებელს ახალ პოლიტიკურ გადაცემებს, რესპონდენტებს კი მოსაზრებების გამოსახატად თავისუფალ და ობიექტურ პლატფორმას სთავაზობს.

დღეიდან ყოველ პარასკევს და სამშაბათს, მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას „პოლიტმეტრი“ გავა. ყველაზე მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეული ანალიზით.

გადაცემის წამყვანებს მაყურებელი კვირის სხვა დღეებშიც, სრულიად სხვა პროექტშიც იხილავს. „კომენტარი" ფორმულას ახალი გადაცემაა, რომელიც ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ივლისის ცხელ სეზონს განახლებული და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ბადით იწყებს.

2020 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების წელია. „ფორმულას“ სტუდიაში ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ გიამბოთ რა ხდება ქვეყანაში და რას ფიქრობენ მიმდინარე მოვლენებზე ადამიანები.

 


close დახურვა