logo
ENG



დღეიდან ღია სივრცის რესტორნები და მოლები მუშაობას განაახლებენ

01 ივნ 202008:19
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან, მეორე კვირას, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო მსუბუქდება - დღეიდან ღია სივრცის რესტორნები, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას  ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

სავაჭრო და კვების ობიექტებში მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები დროებთ გაუქმებული იქნება.  

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ რესტორნებში ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანს შეეძლება დაჯდომა.

„რესტორნებს რაც შეეხება, იზღუდება ის, რომ მაგიდებს შორის უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია. საკმის საზურგეებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ერთ მაგიდასთან არა უმეტეს, 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ბაზრებში უნდა მოხდეს ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა და უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ასევე, სავალდებულოა, რომ ე.წ. დახლებთან მოეწყოს დროებითი დამცავი ბარიერები“, - განაცხადა ფერაძემ.

"გალერია თბილისის" პიარის და მარკეტინგის ხელმძღვანელი   ქეთა ახობაძეს თქმით, მაღაზიებში გასახდელი ოთახები ამ ეტაპზე არ დაკეტილა.

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. მომხმარებელთათვის სავალდებულოა ჰქონდეთ პირბადე და შენობაში ყოფნის დროს არ მოიხსნან. უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი. ხელები უნდა დაიმუშაონ სადენზიფექციო ხსნარით და გაიარონ დეზობარიერი. აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. გასახდელი ოთახების დაკეტვასთან დაკავშირებით რეგულაცია არ მიღებულა. შესაბამისად, თავად მაღაზიები გადაწყვეტენ როგორ მოხდეს გამოცვლის პროცესი“, - განაცხადა ახობაძემ.



close დახურვა