logo
ENG



დღეის მდგომარეობით, ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა - ტიკარაძე

05 მაი 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
70lsfr89vo6iuas.jpg

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა.

თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ დაავადების შემთხვევები დაფიქსირდეს.

„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


close დახურვა