logo
ENG



დღეს უკვე ბოლო სტუმარი გავუშვით - კორონავირუსის გამო ეკონომიკური დარტყმა ტურიზმმა მიიღო

12 მარ 202017:12
3 წუთის საკითხავი
clock 476

​კორონავირუსის შედეგად ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო. სასტუმროების ნაწილმა უკვე მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება. მიზეზი კი პანდემიის გამო გაუქმებული ჯავშნებია

"დღეს უკვე ბოლო სტუმარი გავუშვით. გაითიშება დენი, წყალი, გაზი და დავკეტავთ. დაველოდებით რა იქნება შემდგომ",-აღნიშნავს სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე. 

ბიზნესი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ამუშავების მოლოდინშია. როგორც კერძო სექტორი ამბობს, ერთგვარი მორატორიუმის დაწესება ახლა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში უჭირს პროგნოზირება და საუბარი იმაზე, თუ როგორ განაგრძობენ საქმიანობას. 

"მაგალითად, უკვე მარტი-აპრილის თვეში 4-5 ჯავშანი უქმდება. ჯერჯერობით 15 %-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, მაგრამ რა იქნება ხვალ და ზეგ, არ ვიცით",-აცხადებს სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე. 


close დახურვა