logo
ENG



დღეს 2 პაციენტი გაეწერება, დანარჩენები სტაბილურად არიან - ლევან რატიანი

06 აპრ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ძირითადი ნაწილის მდგომარეობა სტაბილურია.

რატიანის თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი 80 წლის პაციენტი, აპარატიდან მოხსნილია და მისი მდგომარეონა დინამკიაში არის გაუმჯობესებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, კლინიკიდან კიდევ 2 პაციენტის გაწერა მოხდება. 

"კლინიკაში გვყავს 67 პაციენტი კლინიკაში. 51 პაციენტი კოვიდინფიცირებულია. ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე პაციენტებს. ქალბატონი, რომელიც არის 62 წლის, მარნეულის კლასტერი. პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ასევე 80 წლის ქალბატონი, რომელიც შემოსულია მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, მწვავე ორმხრივი პნევმონიით, არის მოხსნილი  მართვითი სუნთქვიდან და მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. 

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს. 7 პაციენტი წევს რეანიმაციაში. 7-11 დღე არის პაციენტებისთვის კრიტიკული. სხვა პაციენტები არიან სტაბილურად. ორსული ქალბატონიც არის სტაბილური. რაც შეეხება 13 წლის ბავშვს, ის სტაბილურია და იმედია ასეც გაგრძელდება. ასევე სასიხარულო ამბავი გვაქვს, დღეს ჩვენი კლინიკიდან 2 პაციენტი ეწერება", - განაცხადა ლევან რატიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა ფიქსირდება


close დახურვა