logo
ENG



დღე II - რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, აქცია მიმდინარეობს

03 ნოე 202118:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/03/hdnpgzpijg2vukq.png

​რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ადგილზე შეკრებილები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და პარტიის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. 

მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

"პირველ რიგში, აქ ვარ, როგორც უფლებადამცველი და შემდეგ, როგორც მოქალაქე, ამ ქვეყნის გულშემატკივარი. დღეს ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ - ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი. დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო. ჩვენ დიდი ხანია, გვინდა, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი არის ცენტრალური ფიგურა, სადაც ადამიანის უფლებებს სცემენ პატივს და სადაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. 

მაგრამ დღეს ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დღეს მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ის შიმშილობს 34-ე დღეა და როცა ჟურნალისტები ხელისუფლებას ეკითხებიან, რას აპირებს ის ამ პროტესტის საპასუხოდ, ვიღებთ ცინიკურ პასუხებს. 

ჩვენ არ დაველოდებით 41-ე დღეს. ჩვენ ყველა დღე უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია". - თქვა ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სიტყვით გამოსვლის დროს. 

პირველი საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან გუშინ, 2 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიცია ამბობს, რომ საპყრობილესთან ყოველდღე შეიკრიბებიან. 

რუსთავის ციხესთან აქციები ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილია - მათი განცხადებით, მიმდინარე კვირაში ისინი პერმამენტულ აქციებს გამართავენ როგორც რუსთავის ციხესთან, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 6 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბული და როგორც ნიკა მელიამ თქვა, "განსხვავებული აქცია" გაიმართება. 

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის, უკვე 34-ე დღეა, ციხეში შიმშილობს. 


close დახურვა