საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი, ირაკლი აბესაძე შპს რუსთავი ფოლადის ქართული მეტალორგიული წარმოება დღეს პუტინის გარემოცვის მიერ იმართება. ამის შესახებ აბესაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
აბესაძის ინფორმაციით, გასული წლის 19 დეკემბერს შპს რუსთავის ფოლადის (რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) დირექტორად იგორ კორიტკო, ხოლო მის მოადგილეს ანდრეი პარხომჩუკი დაინიშნა.
კორიტკო 2019 წლის 22 ივნისიდან 2023 წლის 11 ივლისამდე რუსული მეტალურგიული წარმოების გიგანტის TMK ჯგუფი-ის გენერალური დირექტორი, ხოლო ანდრეი პარხომჩუკი იყო კომერციული მიმართულებით, ამავე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
აბესაძის თქმით, TMK ჯგუფი რუსული მეტალურგიული წარმოების ლიდერი საწარმოა, რომლის დამკვეთი, მათ შორის, გაზპრომიცაა. რუსეთის მთავრობის დახმარებისთვის მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში კომპანია 2023 წლის 18 მაისიდან დიდი ბრიტანეთის, ხოლო 2024 წლის 23 თებერვლიდან აშშ-ს მიერაა დასანქცირებული.
მისივე ცნობით, TMK ჯგუფის მესაკუთრე პუტინის მეგობარი, რუსი ოლიგარქი დმიტრი პუმპიანსკია. ის 2017 წლიდან აშშ-მა, 2022 წლიდან დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო 2022-2024 წლებში ევროკავშირმა დაასანქცირა.
აბესაძის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ 2022 წელს ევროკავშირის მიერ დმიტრი პუმპიანსკის სანქცირების გამო, კომპანიისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე პრობლემების თავის ასარიდებლად მან TMK ჯგუფის წილი გადააფორმა სხვებზე, მათ შორის იგორ კორიტკოზე. აბესაძე აღნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო იგორ კორიტკოსა და დმიტრი პუმპიანსკის ახლო ურთიერთობებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
"ანუ, ქართული მეტალურგიული წარმოება დღეს იმართება პუტინის მეგობარი, სანქცირებული რუსი ოლიგარქის უახლოესი გარემოცვის მიერ. შპს რუსთავის ფოლადი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული საწარმოა 2000-მდე დასაქმებულით და 300 მილიონ ლარზე მეტი წლიური ბრუნვით, სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში", - მიუთითებს აბესაძე.
როგორც აბესაძე აღნიშნავს, ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, კერძოდ:
- რეალურად ვისი საკუთრებაა შპს რუსთავის ფოლადი და ვინ მიიღო გადაწყვეტილება რუსი მენეჯერების კომპანიაში დანიშვნის შესახებ
- ხომ არ მიყიდეს მეტალურგიული წარმოება სანქცირებულ დმიტრი პუმპიანსკის და მის სანქცირებულ კომპანიას TMK ჯგუფი/
- ხომ არ გამოიყენება რუსთავის მეტალურგიული წარმოება დმიტრი პუმპიანსკისა და TMK ჯგუფი-ს მიერ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.