logo
ENG



დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში მტრის 12 შეტევა მოიგერიეს

04 მაი 202200:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/92z2nidlbs96ums.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში, რუსი ოკუპანტების 12 შეტევა მოიგერიეს.

შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელებმა გაანადგურეს ოკუპანტების 6 ტანკი, 15 ჯავშანტექნიკა, 5 საარტილერიო სისტემა.

ამასთანავე, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ერთი საკრუიზო რაკეტა და სამი დრონი ჩამოაგდეს.

"3 მაისს სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ჩვენმა სამხედროებმა მტერს ზარალი ოსტატურად მიაყენეს. უკრაინელმა მცველებმა გაანადგურეს მტრის 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 სამხედრო მანქანა. ამასთანავე, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ერთი საკრუიზო რაკეტა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი", - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.


close დახურვა