პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდა მცირე სხვაობით ლიდერობს. ეგზიტპოლების მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 50.4% დააგროვა. მის ოპონენტს, ვარშავის მერს რაფალ ტშას-კოვსკის კი 49.9%-იანი მხარდაჭერა აქვს.
არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი. მმართველი პარტიის კანდიდატი, ანჟეი დუდა პრეზიდენტის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. ტშას-კოვსკი კი ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია ,,სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია. საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტური პოლონეთში 28 ივნისს გაიმართა.