თბილისში, ევექსის კლინიკის თანამშრომელს კოორნავირუსი დაუდგინდა. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, წყარო კი უცნობიაო. მისივე ინფორმაციით, უკვე მოკვლეულია კონტაქტები, 17 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი კარანტინში.
17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1092-მდე.
დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 17 პაციენტია გარდაცვლილი.