logo
ENG



ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი

16 ოქტ 201910:46
3 წუთის საკითხავი
 
wg3g9n54ol5uaos.jpg

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტის მნიშვნელოვაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია და ორივე მხარისგან შესაბამისი მზაობაც არსებობს.

"ეს არის ზოგადად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურულ-საინვესტიციო პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად არსებობს გარკვეული უთანხმოება პარტნიორებს შორის და ნდობის ნაკლებობა, ეს საკითხი მედიაშიც ვრცლად განიხილება, ვფქრობ ზოგადად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობას და მზაობას, ამიტომ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია,"- აცხადებს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა.

საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა ვადა, რათა ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.  

 

 


close დახურვა