logo
ENG



ევროკავშირის ქვეყნები შეზღუდვებს ამსუბუქებენ

19 მაი 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაავადების შემთხვევების შემცირებასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნები შეზღუდვებს ამსუბუქებენ.

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი განახორციელა კომპანია „ლუფთჰანზამ“. ფრენა გერმანიიდან ათენის საერთაშორისო აეროპორტში შედგა. ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იყო დამცავი ნიღბის ტარება და საგანგებო ანკეტების შევსება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აეროპორტში დაშვების შემდეგ კი ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი პასუხების მიღებამდე საგანგებოდ გამოყოფილ სასტუმროში დარჩება. 

მაისის ბოლოს საჰაერო სივრცეს დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთიც ხსნიან, თუმცა საზღვრები 31 მაისამდე დახურული იქნება იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. საბერძნეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან დაიწყებს. იტალიაში რამდენიმე მუზეუმი გაიხსნა. რომში თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა ამუშავდა. 

 


close დახურვა