logo
ENG



ევროკავშირი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების საბოლოო სიაზე ვერ შეთანხმდა

27 ივნ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების საბოლოო სიაზე დღესაც ვერ შეთანხმდა. ორგანიზაციას ჩამონათვალი გუშინ უნდა გაევრცელებინა, თუმცა პროცესი გადაიდო.

სიაში შესული სახელმწიფოების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა 1-ლი ივლისიდან, კარანტინის გარეშე, შეეძლებათ. 27 წევრი  ქვეყნების ელჩებმა შეხვედრაზე საზღვრების გახსნის კრიტერიუმები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, სიის თავდაპირველ ვარიანტში 20-მდე ქვეყანა შევა, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდებიან შეერთებული შტატები, ბრაზილია და რუსეთი.

ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას, სახელმწიფოებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად გადახედავს. 


close დახურვა