logo
ENG



ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ

17 ოქტ 202217:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/9drkzl00eij6yvv.jpg

17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ და იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყო.

"მისიის მიზანია ხელი შეუწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ოპერაციების ეფექტურად წარმართვის მიზნით, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,  დაიცვან სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობა," - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, მისია გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ასევე წვრთნაში მონაწილე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას.

მისია იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და ოპერატიული შტაბი ბრიუსელში ექნება, რათა უზრუნველყოს საერთო კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. მისიის ხელმძღვანელი იქნება ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი, სამხედრო დაგეგმვისა და ოპერაციების ძალების დირექტორი.

მისიის მანდატი თავდაპირველად ორ წელიწადს გაგრძელდება, ამ პერიოდისთვის მთლიანი დანახარჯების ფინანსური სამიზნე კი 106 700 000 ევრო იქნება.  


close დახურვა