logo
ENG



ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემუშავების შესახებ განაცხადა

28 სექ 202218:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/4bwmprp873wc39g.jpg
Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შემუშავების შესახებ განაცხადა.

"გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდუმები არის მიწის დატაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, არის შემდგომი ნაბიჯები ესკალაციის გზაზე." - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციების მერვე პაკეტის სამიზნე იქნება ფიზიკური პირები და ეს პაკეტი უფრო შეზღუდავს ვაჭრობას.

ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსული პროდუქციის იმპორტის ახალ აკრძალვას.

ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ 1300-ზე მეტ ადამიანზე და ერთეულზე იქნება მიმართული. 

"ეს სანქციები შეზღუდავს რუსული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას და რუსეთს დამატებით 7 მილიარდი ევროს შემოსავალს წაართმევს." - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

 

 


close დახურვა