ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მე-10 პაკეტი წარადგინა. პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.
"თითქმის ერთი წელია რუსეთის აგრესიული ომი სიკვდილსა და ნგრევას თესავს. რუსეთს ვაიძულებთ, რომ საფასური გადაიხადოს", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.
სანქციები მოიცავს ძირითად სამ შეზღუდვას:
- საქონლის სიის გაფართოება, რომლის გაყიდვაც რუსეთში აკრძალულია
- ორმაგი დანიშნულების ტექნიკური კომპონენტების ექსპორტის აკრძალვა
- პუტინის პროპაგანდისტებისა და სამხედრო პირების სიის გაფართოება
We propose:
1) New bans on industrial goods exports
2) Further export restrictions of tech products found on the battlefield
This includes sanctioning Iranian entities linked to IRGC.
3) Listing of Putin’s propagandists and military commanders