logo
ENG



ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

25 ივლ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/25/7lpicbvefclwwv1.jpg

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.

"მკაცრად ვგმობ რუსეთის ქმედებებს, რომელიც უკრაინის მარცვლეულის საცავებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული.

რადგან რუსეთი ამ დაუნდობელ ომს აგრძელებს, შესაბამისად, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. დღეს ჩვენ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ", - წერს ლაიენი.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".

ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის პორტზე თავდასხმები გააძლიერა. ოდესაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.


close დახურვა