logo
ENG



ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

18 მაი 202217:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/isu6pe2vcfn0d6z.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მიკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარეს დგომას მთელი ამ ომის განმავლობაში და მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ", - თქვა ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიამ უნდა იფიქროს უკრაინის მომდევნო დღეებზე და ქვეყნის უფრო ფართო აღდგენის მცდელობებზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, EU-ს აქვს სტრატეგიული ინტერესი უკრაინის აღდგენის მცდელობების წარმართვაში.


close დახურვა