logo
ENG



ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს

24 დეკ 202223:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/agmi9g0ysrjrp3t.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს.

"პუტინმა უკვე წააგო ომი. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ეს კიდევ ორი წელი გაგრძელდა.

ის [პუტინი] ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებს ენერგიას, ისევე როგორც მიგრაციას, რადგან იცის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში. იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებში", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ტიმერმანსის თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს რუსეთის კურსი, არის გაცნობიერება იმისა, რომ დასავლეთი არ ნებდება, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად.


close დახურვა