logo
ENG



ევროპარლამენტარი:რუსეთის უფლებამოსილება უნდა დავამტკიცოთ

29 იან 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

აქვს თუ არა რუსეთის დელეგაციას უფლება, - იყოს იმ ორგანიზაციაში, რომელსაც პატივს არ სცემს და არ ასრულებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსა თუ რეკომენდაციას. ამის შესახებ ცოტა ხანში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრებს  პასუხის გაცემა მოუწევთ. საკითხის ინიცირება ზამთრის სესიის პირველივე სხდომაზე მოხდა და რუსეთის სტრასბურგში ჰყოფნის კანონიერების შესწავლა საქართველოს, უკრაინისა და ბალტიის დელეგაციებმა მოითხოვეს.

ორი კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, დებატებიც და კენჭისყრაც ამ თემაზე დღევანდელ დღის წესრიგშია.

როგორც „ფორმულასთან“ საუბარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრი ტინი კოკქსი აცხადებს, ის გულუბრყვილო არაა, არამედ არის პოლიტიკოსი.

„ჩემი რჩევაა რუსეთის უფლებამოსილება დავამტკიცოთ, ჩემი ერთადერთი ამოცანა იყო შემესწავლა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არსებით გაუარესდა თუ არა რუსეთის ქმედებები. ბევრი არაფერი შეცვლილა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და რა ცვლილებებიც მე დავინახე, ისინი ოდნავ პოზიტიური იყო. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორია ისევ ოკუპირებულია, მაგრამ მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს, რომ თუ რუსეთის აქ ყოფნით ან არ ყოფნით დაუყოვნებლივ დასრულდება საქართველოს ოკუპაცია ან კონფლიქტი უკრაინაში, მაშინ ისინი გულუბრყვილოები არიან. მე არ ვარ გულუბრყვილო, მე პოლიტიკოსი ვარ“, - განაცხადა კოკქსმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრი შტეფან შენახი აცხადებს, რომ ევროსაბჭომ რუსეთის უფლებამოსილება უნდა დაამტკიცოს .

„მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე ხანგრძლივი დებატები გვქონდა. ახლა ვფიქრობ, რომ უფლებამოსილება უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთად ვილაპარაკოთ. თუ ვინმე აქ არ იქნება, როგორ დაველაპარაკებით?“, - განაცხადა შენახმა.


close დახურვა