ევროპარლამენტარების განცხადებებში სულ ფურო ხშირად ისმის, რომ სააკაშვილი პუტინის და არაფორმალური მმართველის პირადი ტყვეა. მსგავსი სულისკვეთებითაა მომზადებული რეზოლუციის პროექტები. ხუთიდან ორი სამუშაო ვერსიით, ევროპელი პოლიტიკოსები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. საბოლოო ვარიანტს კენჭი ხვალ უნდა უყარონ. ოცნებას ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ, სააკაშვილს მკურნალობის უფლება საზღვარგარეთ მისცეს და საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის ევროპულ მომავალს. ივანიშვილის დეპუტატები კი ევროინტეგრაციის მიზანზე მაღლა ახლაც ოლიგარქის ინტერესებს აყენებენ.