logo
ENG



ევროპაში ანტირასისტული აქციები გრძელდება

08 ივნ 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო მუხტს შეუერთდნენ ბრიუსელშიც. ბელგიის დედაქალაქში შეკრებილები პოლიციამ წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა. ევროპის დედაქალაქში სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

მ​​სოფლიოს დიდი ქალაქების პარალელურად ათასობით ადამიანი შეიკრიბა შეერთებული შტატების საელჩოსთან მადრიდში. ანტირასისტული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მშვიდობიანი ფორმით დაგმეს. ესპანეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციას დაკავებები არ მოჰყოლია. 


close დახურვა