logo
ENG



ევროპაში ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება

02 მაი 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში 7-კვირიანი აკრძალვის შემდეგ მოსახლეობა სავარჯიშოდ გარეთ პირველად გავიდა. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი კარანტინის ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება ხელისუფლებამ გასულ კვირას დაიწყო. თავდაპირველად ქუჩაში გასვლის უფლება  ბავშვებს მისცეს. დღეიდან კი გარეთ ვარჯიში და სეირნობა ზრდასრულებსა და ასაკოვნებსაც შეუძლიათ.

ავსტრიაში სალონები და დიდი მაღაზიები ამუშავდა. გაიხსნა ყველა სახის მაღაზია და სალონი. 15 მაისიდან ამუშავდება რესტორნები, თვის ბოლოს კი სასტუმროებიც გაიხსნება.

ესპანეთის გარდა საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს საფრანგეთიც, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი გაუქმება ნაადრევია და შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევებმა კვლავ მოიმატოს.

შეერთებულ შტატებში კარანტინის ზომების გაუქმების მოთხოვნით აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართება.  ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 65 ათასს გადააჭარბა. კვლავ პანდემიის ეპიცენტრია ნიუ-იორკი, სადაც ერთ-ერთ თავშესაფარში კოვიდ-19-ით 98 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირიკორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა. მას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის გამოიყენებენ. 

ვაქცინის შექმნისკენ მოუწოდა დღეს საერთაშორისო გაერთიანებას ანგელა მერკელმა. მისი თქმით, გერმანია მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს ჩადებს ამ საქმეში, რომ პრეპარატი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში მილიონი გირვანქა სტერლინგი გადარიცხა „ჰარი პოტერის“ ავტორმა, ჯოან როულინგმა. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კი შვილს სახელი ნიკოლასი დაარქვა იმ ექიმების პატივსაცემად, რომლებიც მას კორონავირუსზე მკურნალობდნენ. 


close დახურვა