logo
ENG



ევროპელი სოციალისტები: კატეგორიულად ვგმობთ ჩინეთის მიმართ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას

05 აგვ 202217:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/05/gk0gz3qxb2vem7e.jpg

ევროპელი სოციალისტები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ჩინეთის მიმართ პროვოკაციას გმობენ. განცხადებაში აღნიშნული არაა, თუმცა მიმართვა გავრცელდა მას შემდეგ, რაც ტაივანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ჩავიდა.  

"საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არა ერთ კონვენციას, თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.

საპარლამენტო პოლიტიკური პარტია ევროპელი სოციალისტები კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას. პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა. ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას.

ცნობილია, ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულება ჩინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოში სოციალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ასე კარგად არის შერწყმული კერძო საკუთრების პრინციპებთან, რაც საბოლოო ჯამში, გახდა უმთავრესი საფუძველი იმ უდიდესი ეკონომიკური წინსვლისა, რასაც ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახელმწიფომ სამაგალითოდ მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა