logo
ENG



ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას €668 მილიონის დახმარება გამოუყო

05 მარ 202214:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/cfzvrdrr5avz8on.jpg

ევროპის საინვესტიციო ბანკმა 668 მილიონი ევროს ოდენობის დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარება გამოყო. ის უკრაინის ხელისუფლებას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის, სურსათის, სამედიცინო მომარაგებისა და საწვავის შესყიდვაში მოქალაქეებისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე დღეში.

ბანბკის ბორდში, ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ინიციატვების განხორციელებას "უკრაინის სოლიდარობის პაკეტის" ფარგლებში. ეს მოიცავს: ინფრასტრუქტურისთვის კრიკულად საჭირო ფინანსების გამოყოფას, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ურბანული განვითარებისა და ციფრულ სფეროში ინვესტირებას. ასევე, ფინანსები იმის აღსადგენად, რასაც რუსული არმია ანადგურებს. ამისათვის, ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოიყენებსთავის 2014 წლის გამოცდილებას.

 


close დახურვა