logo
ENG



ევროპული საქართველო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

08 აპრ 202012:18
3 წუთის საკითხავი
clock 282

„ევროპული საქართველო“ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ რამდენიმე ტესტის ნაცვლად უკეთესი იქნება, რომ ერთ სასესიო დროში აბიტურიენტებმა კომბინირებული პროგრამის შინაარსით  ყველა სავალდებულო საგნის ჩაბარება შეძლონ.

როგორც პარტიის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც აბიტურიენტები არიან დარეგისტრირებული, საგამოცდო ცენტრები უნდა მოეწყოს.

„გამოცდების რაოდენობა უნდა იყოს ერთი და ასევე ერთი კომბინირებული ტესტით, შესაძლებელია, რომ აუცილებელი საგნების გამოცდები შეფასდეს. აუცილებელია ყველგან, სადაც რეგისტრირებული არიან აბიტურიენტები, მოეწყოს საგამოცდო ცენტრები და შესაბამისად, ეს უნდა იყოს სკოლებში. უნდა გამოიცეს ბრძანება განათლების მინისტრის მიერ, რომელიც ეხება უშუალოდ შეფასებას იმისათვის, რომ მეთორმეტე კლასელები და დანარჩენი მოსწავლეების შეფასებას არ ჰქონდეს შეფერხება“, - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა