logo
ENG



ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა გადაწყვიტა

22 მარ 202409:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/b44kx4ky3kp746p.png

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი თქვენი ევროკავშირის გზაზე. ახლა მძიმე სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტაბილურად წაიწიოს წინ, როგორც თქვენს ხალხს სურს", - წერს მიშელი X-ზე.


close დახურვა