logo
ENG



ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

22 ივლ 202420:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/mp05vy8caudl9e5.jpg

ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი ინფორმაცია საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საბჭო მიესალმება კომისიის განზრახვას დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი სომხეთთან და სრულად დაუკავშიროს საბჭო და წევრი სახელმწიფოები დიალოგის თითოეულ საფეხურს. სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ", - წერია განცხადებაში. 

ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება 17 ივლისს მიიღო.


close დახურვა