logo
ENG



ევროპულმა საქართველომ ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა

20 სექ 202016:11
3 წუთის საკითხავი
 

ევროპულმა საქართველომ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

არმაზ ახვლედიანი 2012 წელს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. მმართველი პარტია მან 2016 წელს დატოვა.

აჭარაში, ხულო-შუახევი-ქედის და ხელვაჩაურის ოლქში "ევროპულმა საქართველომ’" მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ნაკაიძე წარადგინა.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი ვახტანგ კალოიანი იქნება, ხოლო ქედაში, შუახევსა და ხულოში - თემურ კახიძე.


close დახურვა