logo
ENG



ევროპულმა საქართველომ რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

03 აგვ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატთა სია ასეთია:

ზუგდიდი -  გიგი უგულავა;

ფოთი-ხობი-სენაკი - გიგა ბოკერია;

ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი - გიგი წერეთელი;

ხელვაჩაური-ხულო-ქედა-შუახევი - ტარიელ ნაკაიძე;

რუსთავი-გარდაბანი - ირმა ნადირაშვილი;

ქუთაისი - ოთარ კახიძე;

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული - სერგო რატიანი;

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი - ზურაბ ჭიაბერაშვილი;

გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი - გიორგი ღვინიაშვილი;

ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;

მარნეული-გარდაბანი - აჰმედ იმამკულიევი;

ახალქალაქი-ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ - ლელა ქებურია;

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი - აკაკი ბობოხიძე;

გარდა ამისა, ევროპულმა საქართველომ აჭარის უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა:

ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;

ქედა-შუახევი-ხულო - თემურ კახიძე;

პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

შეგახსენებთ, ევროპულმა საქართველომ რეგიონებში საკუთარი მაჟორიტარების წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ენმ-მ საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით შეთავაზებაზე უარი თქვა. საკითხზე დისკუსია 27 ივლისს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაახლა და განაცხადა, რომ ენმ-მ თბილისს გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა. ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად, უგულავამ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ საკითხზე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა და ენმ-სთვის შეთავაზებული წინადადებები გაასაჯაროვა. ერთ-ერთი შეთავაზების მიხედვით, ენმ- საკუთარი კანდიდატები უნდა დაეყენებინა ყველა დიდ ქალაქში, დანარჩენ ოლქებში კი, მხარი სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის დაეჭირა. შეთანხმების . ფართო ვარიანტზე ვერშეჯერების შემთხვევაში ევროპული საქართველო ენმ- ორ პარტიას შორის ვიწრო შეთანხმებასაც სთავაზობდა.

საპასუხოდ, ენმ- ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარების ნაწილი გადამწყვეტი არ არის. როგორც მან აღნიშნა, მთავარი პარტიების მიერ პროპორციული სიით დადებული შედეგი იქნება.

საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის მხოლოდ თბილისის 6 ოლქში შედგა. ოპოზიციის საერთო სია ასეთი: ნიკა მელია - ნაციონალური მოძრაობა - გლდანი; ლევან ხაბეიშვილი - ნაციონალური მოძრაობა - სამგორი; შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - ნაძალადევი; გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო - ისანი; შალვა შავგულიძე - თავისუფალი დემოკრატები - მთაწმინდა-კრწანისი; ელენე ხოშტარია - ევროპული საქართველო - ვაკე.

ამ დროისთვის რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ მმართველ გუნდს ყავს წარდგენილი. ქართული ოცნების სია იხილეთ აქ.


close დახურვა