logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა

21 მარ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
ymc67xn2nww3pe2.png

საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაინფიცირდა კორონავირუსით. როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინე ეზუგბაიამ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი ინფიცირებული ესპანეთიდან ჩამოვიდა.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში 15 დღეა იმყოფებიან, პერიოდულად უტარდებათ ტესტირება და მათი დინამიკა გაუმჯობესებულია.

„შემოტანილი შემთხვევაა ისევ ესპანეთიდან, 21 ტესტი ჩატარდა პაციენტებზე. ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან უარყოფითი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული - აქედან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 


close დახურვა