logo
ENG



ეზუგბაია: 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმში გამოვლინდა

15 სექ 202011:18
3 წუთის საკითხავი
clock 456
ეზუგბაია: 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბაიას თქმით, 170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50-ს მოგზაურობის ისტორია აქვს, 4-ს კორონავირუსი საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა, დანარჩენებს კი ცხელების ცენტრში, მათი კონტაქტების მოძიება ამ დრომდე გრძელდება.

რაც შეეხება გადანაწილებას, ეზუგბაიას თქმით, 170 დადასტურებული შემთხვევიდან 124 ბათუმში დაფიქსირდა, 20 თბილისში, 13 ქუთაისში, 6 ზუგდიდში, 3 გურია-ოზურგეთში, 3 მცხეთაში ერთი კი ცაგერში. 

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 12-ით გაიზარდა.

ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1381 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


close დახურვა