logo
ENG



ეზუგბაია: 3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთოს მძღოლი, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი

20 ივნ 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 917

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობა დაფიქსირებული 3 შემთხვევისგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, როგორც ეზუგბაია აცხადებს,  კლინიკას გუშინ ახალი შემთხვევა არ მიუღია, ამ ეტაპისთვის კვლევა ერთ პაციენტზე მიმდინარეობს.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ კლინიკაში ამ ეტაპისთვის კორონავირუსზე მკურნალობას 21 პაციენტი გადის, ამ დროისთვის კლინიკაში მძიმე პაციენტები არ იმყოფებიან.

„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული. ჩვენ გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია, მხოლოდ ერთი შესაძლო შემთხვევა გვაქვს, რომლის კვლევა დღეს ჩატარდება და შედეგებით გადაწყდება, არის დადასტურებული თუ მოიხსნება დიაგნოზი. ამ ეტაპზე გვყავს 21 დადასტურებული შემთხვევა. ამ დროისთვის ჩვენ მძიმე პაციენტი არ გვყავს რამდენიმე პაციენტი არის საშუალოზე მძიმე, დანარჩენი არის საშუალო და მსუბუქი პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 898 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელდა 752 პაციენტი, ხოლო გარდაცვალა 14.

 


close დახურვა