logo
ENG



ეზუგბაია: ასაკოვანი ქალის მდგომარეობა კეთილსაიმედოა, მას პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა

25 მაი 202010:19
3 წუთის საკითხავი
 
w4xz13bh968g5ze.png

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 72% უკვე გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 3 მძიმე პაციენტი იმყოფება.

„დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გახდა 731. გამოჯანმრთელებული 4 დაგვემატა და არის 526. გამოჯანმრთელებულებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არის 72% გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია სტაციონარში მყოფ პაციენტებზე. ახალი შემთხვევა საკარანტინო ზონიდანაა, დადასტურებულთან კონტაქტი.

"ჩვენთან 34 დადასტურებული პაციენტია. სამი მძიმე პაციენტი გყვავს, რომელთა მდოგმარეობა დინამიკაში უმჯობესდება. პროგრესირება არ შეინიშნება. სამივე პაციენტთან პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს. ამ სამიდან ერთ-ერთი 80 წელზე მეტი ასაკისაა. მას ჩაუტარდა დიალიზი. ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალაბტონის მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით 731 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, 526 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა. 


close დახურვა