logo
ENG



კორონავირუსით საქართველოში მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა

14 მაი 202011:04
3 წუთის საკითხავი
 
ca3u3yrq0og0zia.jpeg

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს საქართველოში პანდემიით გარდაცვალების მეთორმეტე შემთხვეაა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი 81 წლის იყო. 

„სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 1939 წელს დაბადებული, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი წარმატებული ბრძოლა ინფექციის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს“, - განაცხადა გახარიამ.

 

რაც შეეხება ინფიცირებულებს, დღეის მონაცემებით ქვეყანაში 652 ინფიცირებულია. გაზრდილია გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც და ის 383-ს შეადგენს. 




close დახურვა