logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

08 აპრ 202019:25
3 წუთის საკითხავი
 
p53dm5isr494txt.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ეზუგბაიას თქმით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსისგან 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. ამ დრომდე რჩება 208 დადასტურებული შემთხვევა. დილით 7 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და უარყოფითი იყო ყველას პასუხი. უარყოფითი იყო პასუხი ძველ პაციენტებზეც, რომელთა მონიტორინგიც მიმდინარეობდა ანუ ჩვენთaნ ჯამში 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ანუ ჯამში 50 გამოჯანმრთელებული პაციენტია“, - განაცხადა ეზუგბაიამ

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. აქედან, 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 682 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა