კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4674 პირი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 362, გამოჯანმრთელდა 46 მოქალაქე, ხოლო გარდაიცვალა 3 პირი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინი და მოქმედებს საკომენდანტო საათი.