logo
ENG



ეზუგბაია: ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია

06 ივლ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 
cci48qzt1z6o1ku.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში დადასტურებული 2 ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილია. როგორც ეზუგბაია ამბობს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძირითადი შემთხვევები შემოტანილია და შიდა გავრცელება ძალიან დაბალია.

რაც შეეხება ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, კორონავირუსზე კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს. მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ორივე შემოტანილია. 2 კვირაზე მეტია, ძირითადად გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.

შიდა გავრცელება ძალიან მინიმალური გვაქვს. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, 24 პაციენტი გვყავს დადასტურებული. ჩვენთან არც გამოჯანმრთელებულა და არც შემოსულა არავინ. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთთან არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესირება, მათი უმეტესი ნაწილი საშუალო და საშუალოზე მსუბუქები არიან“,-აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 830 პაციენტი, გარდაცვლილია - 15.

 


close დახურვა