logo
ENG



ეზუგბაია: 14 ახალი პაციენტიდან 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

11 აგვ 202011:05
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 

"14 ახალი შემთხვევიდან 2 არის გაჩიანის კლასტერიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 3 არის შემოტანილი, მათ შორის ორი სატვირთო მანქანის მძღოლია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 44 გამოჯანმრთელებულს, მისი თქმით, მათი უმრავლესობა ავღანეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილი სამხედროა.

ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 194 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 8-ის მდგომარეობა კრიტიკული, 14-ის კი მძიმეა. 


close დახურვა