თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო დონას უკავშირდება.
რაც შეეხება დანარჩენ 16 შემთხვევას, მისი ინფორმაცით, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 - შემოტანილი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
მისივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, 15-ის კი მძიმეა. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ 24 საათში 38 ინფიცირების შემთხვევა 16 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 270 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.