logo
ENG



ეზუგბაია: 44 ინფიცირებულიდან პრობლემური არის 4 პაციენტი

20 მარ 202019:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროის მონაცემებით საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის 44 შემთხვევა ფიქსირდება.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, 44 პაციენტიდან პრობლემური მხოლოდ 4 პაციენტია, ასევე ეზუგბაიას განცხადებით, დილით ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 15 ტესტირება ჩატარდა და ყველაზე პასუხი ნეგაიური აღმოჩნდა, დღეს საღამოსთვის კი 8 პაციენტის ტესტირება იგეგმება.

„ეს ერთი პაციენტი ჩვენთან არ იმყოფება, 44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული, 2 პაციენტია აჭარაში, 3 პაციენტი დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 4 პაციენტი იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 32 პაციენტი ჩვენს კლინიკაში და დანარჩენი საჩხერის კლინიკაში. ამ 44 პაციენტიდან პრობლემური პაციენტი რჩება 4 პაციენტი, ჩვენი ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი და საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პრობლემური პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ  ასაკის გამო და თანარსებული დაავადებების გამო მათთან მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე  გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ რომ ასე არ მოხდება. დღეს დილას ჩვენთან 15 ნიმუში გაკეთდა პასუხი ყველა ნეგატიური, დღეს საღამოსთვის კეთდება 8 პაციენტთა ტესტირება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა