logo
ENG



ეზუგბაია: 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

10 სექ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 5 საკონდიტრო დონას კლასტერს უკავშირდება, 14-ის დაინფიცირების წყარო ბათუმია, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 18 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი შემოტანილია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა