logo
ENG



ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო რუსულ კანონზე: დამანგრეველია დემოკრატიული განვითარებისათვის

15 აპრ 202419:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/15/jejuw7pzlnn58j0.jpg

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო რუსულ კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მის ხელახლა ინიციირებას გმობს.

"წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა!", - წერია განცხადებაში. 

ხელმომწერები არიან (ხელმოწერები გრძელდება)

1. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

2. წითელი ხიდი

3. სოლიდარობის მოძრაობა

4. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

5. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი

6. მშვიდობის ფონდი

7. საქართველოს უდიები

8. ღია საზღვრები

9. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა

10. დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები

11. ასოციაცია უდი

12. სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის

13. ალიქ მედია 


close დახურვა