![ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა](/uploads/news/ეკატერინე_ტიკარაძე_204.jpg)
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან განიკურნა.
ინფორმაცია ფორმულას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მინისტრი დღეს ქუთაისში გაემგზავრება, სადაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1 ივნისს დაუდასტურდა.